ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 2 სადესანტო გემი დავაზიანეთ – უკრაინა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში ოპერაციის შედეგად, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მცირე სადესანტო გემები დაზიანდა.

„საუბარია პროექტ 11770-ის („სერნას“ კლასის) კატარღებზე. მათზე ეკიპაჟი იმყოფებოდა და ჯავშანტექნიკა იყო განთავსებული, კერძოდ, BTR-82“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უკრაინის დაზვერვაში განმარტავენ, რომ „სერნას“ აქვს მაღალი სიჩქარე და იტევს 45 ტონამდე ტვირთს და 92 შეიარაღებულ პირს და ოკუპანტები ამ კატერებს საზღვაო დესანტის გადმოსასხმელად ან ევაკუაციისთვის იყენებენ.