ყირიმში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფა რაზდოლნენსკის და კრასნოპერეკოპსკის რაიონების საზღვარზე მოხდა. სავარაუდოდ ეს იყო ავიაგამანადგურებელი Су-34.
მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს, მოგვიანებით კი ისინი სამხედროებმა წაიყვანეს. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.