16 აგვისტოს დილით ადგილობრივი დროით 6 საათზე, ანექსირებული ყირიმის ჯანკოის რაიონში აფეთქებების ხმა გაისმა. დაუდასტურებელი მონაცემებით აფეთქება მოხდა სოფელ მაისკოეში. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ხანძრის კადრები სატრანსფორმატორო ქვესადუგრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ პრორუსული ტელეგრამ არხები იტყობინებოდნენ.
თავის მხრივ, “რია მელიტოპოლი“ წერს აფეთქებებზე სოფელ აზოვსკოეში, ჯანკოეს სიახლოვეს. ყირიმელი თათრების მეჯლისის წარმომადგენლის, რეფატ ჩუბაროვის თქმით, აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი რუსულ სამხედრო ნაწილში, დეტონაცია კი ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაუდასტურებელი მონაცემებით მოხდა ორი შემთხვევა: ხანძარი ჯანკოეს ქვესადგურში და აფეთქება სამხედრო ნაწილში, სოფელ მაისკოეში.
შემთხვევას ადასტურებს ოკუპირებული ყირიმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი აქსენოვი და ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე წავიდა.
ჯანკოის ლოჯისტიკური კვაძი არის ერთ-ერთი ძირითადი არტერეა რომლიდანაც ხდება საოკუპაციო ძალების მომარაგება როგორც მელიტოპოლის ასევე ხერსონის ფრონტის მიმართულებებით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მაისკოეს სიახლოვეს “მოხდა აალება“ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც დროებით ინახებოდა საბრძოლო მასალები:
“აალების შედეგად მოხდა საბრძოლო მასალების დეტონაცია. სერიოზულად დაზარალებულები არ არიან. მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა. დგინდება მისი მიზეზები“–თქვა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.