დროებით ოკუპირებულ ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში საწვავის ავზი იწვის. – რუსეთის მიერ მხარდაჭერილი, ქალაქის გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით ცეცხლი, სავარაუდოდ, დრონით თავდასხმამ გამოიწვია.
მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, ადგილზე ყველა საჭირო სპეცსამსახური მუშაობს : მობილიზებულია 18 სახანძრო ბრიგადა და 60 მაშველი – ხანძრის ფართობი, დაახლოებით, 1000 კვადრატული მეტრია.
“მეოთხე კლასის ხანძარია. დაშავებულის შესახებ ინფორმაცია განახლებადია”. – წერს ის Telegram-ზე.







![თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/03/15-218x150.jpg)







