რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის რერიტორიაზე აფეთქებები მოხდა, გამოწვეული ხანძრის შედეგად იწვის საბრძოლო მასალის საწყობები – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვა ადასტურებს.
“ტარდება ზომები ხანძრის ჩაქრობისა და აფეთქების მიზეზების დასადგენად. ადგილზე არსებული ინფორმაციით, აეროდრომზე საბრძოლო მასალის შესანახ ზონაზე ცეცხლი არ გადასულა”, – აცხადებს რუსეთის თავდაცვა.
- ”ოკუპირებულ ყირიმში ნოვოფედოროვკაში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე დიდ რუსულ სამხედრო ავიაბაზაზე მძალვრი აფეთქებების ხმა ისმის, გავრცელებული ინფრომაციით 30 წუთის განმავლობაში 15-ჯერ მოხდა ავიაბაზის დაბომბვა… აღნიშნული ავიაბაზა ქალქ ნიკოლაევიდან 300 კმ მეტი დაშორიებით მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს რომ ეს შესაძლოა რუსების მორიგი რაკტების გაშვების ეგრეთ წოდებული Fail Start-ის შედეგად გამოწვეული აფეთქებებია, რადგან აქედან ბომბავდნენ P-800 Oniks-ისა და K-3000P Bastion-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით ოდესისა და ხერსონის ოლქებს, ან კიდევ უკრაინამ ნამდვილად მიიღო MGM-140 ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები რომლის საცეცხლე დაფარვის რადიუსი 300 კილომეტრია… ნოვოფედოროვკას სამხედრო ავიაბაზა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილია ოკუპირებულ ყირიმში სადაც განთავსებული იყო როგორც საფრონტო ბომბდამშენები, საარმიო ავიაცია და ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რომლებსაც რუსების სახმელეთო მიზნებისათვის იყენებდნენ, აფეთქებების მასშტაბებიდან გამომდინარე თუ ვისმჯელებთ რამდენიმე მილიონი და რუსული ოცნება უკრაინის დაპყრობის შესახებ ჰაერში გაიფანტა… “- აცხადებს, ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე.
ოფიციალური კომენტარი უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია.
В Крыму в районе села Новофёдоровка произошли взрывы.
СМИ пишут, что они слышны со стороны военной авиабазы pic.twitter.com/ACUP1bvZ1t
— Лентач (@the_lentach) August 9, 2022
⚡️Первые кадры момента взрыва в Новофёдоровке в Крыму. pic.twitter.com/nUDKbzzW7Z
— 50+ (@PqqJydj0SfynTox) August 9, 2022