“ყოველგვარი მიჯნა წაშალეთ პარტიებსა და მედიას შორის “- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ხელისუფლებამ 4 ოპოზიციურ არხს ბოიკოტი დღეს გამოუცხადა.ქართული ოცნების” წევრები კრიტკული მედიის კითხვებს კვლავ არ პასუხობენ.
“სულ წაშალეთ ყოველგვარი ზღვარი და მიჯნა პოლიტიკურ პარტიებსა და ტელევიზიებს შორის. ნახეთ თქვენ თვითონ რანაირად იქცეოდით აქ…ხელს მიშლით…. დააზიანებთ ადამიანს და ამასაც მე დამაბრალებთ”,-თქვა მიხეილ სარჯველაძემ.