“ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები პრემიერთან, გავდივართ იმ მოვლენებს, იმ შესაძლო შედეგებს, რისკებს, რაც შეიძლება მოჰყვეს უკრაინაში განვითარებულ ომს.
ჩვენი უწყების მასშტაბით ვიმუშავეთ ჩვენს ნაწილზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ნაწილი არის სრულად ჩამოყალიბებული და უახლოეს მომავალში, უსაფრთხოების საბჭოზე დავასრულებთ ამაზე მუშაობას
ჩვენ გამოვეცით თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი და 2021-2025 წლების, 4-წლიანი გეგმა. ეს არის საჯარო დოკუმენტები და შეგიძლიათ ნახოთ, სადაც განსაზღვრულია ჩვენი საბრძოლო შესაძლებლობების პრიორიტეტებიც. ასევე, იცით, თქვენ რომ 2019 წლიდან პრიორიტეტად იქცა ჯარისკაცზე ზრუნვა და ესეც დარჩება ჩვენს პრიორიტეტად”
ამბობს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე კითხვაზე, რატომ არ შეიკრიბა ამ დრომდე უსაფრთხოების საბჭო.