უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის არდასწრება ირაკლი ღარიბაშვილის “მინისტრის საათზე” ნიშნავს, რომ მათ არ აინტერესებთ რა ხდება თავდაცვის სფეროში.
მისი თქმით, ოპოზიცია ყოველთვის აკეთებდა რუსულ საქმეს და ვითომ დასავლურად საუბრობდა.
“ისინი არ ერთვებიან დისკუსიაში თქვენთან და ამისი მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე. პასუხი პირველი – ისინი ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და საუბრობდნენ ვითომ დასავლურად, ცდილობდნენ ეს რუსული საქმე სხვისთვის დაებრალებინათ. ბუნებრივია, დღეს ეს გაუჭირდებოდათ. პასუხი მეორე – მათ თქვენთან კითხვები რეალურად არ აქვთ; პასუხი მესამე – ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მათი დღევანდელი ერთ-ერთი ლიდერი ე. წ. პოლიტპატიმარი,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე “მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგა.