კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ის სამარცხვინო და ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში, ძალიან საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე და ძალიან მყარი არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით და დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა თითქმის 9-თვიანი მოკვლევის საფუძველზე შედეგები, რაც მიიღო და ეს შედეგები ძალიან სამწუხარო.

დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანიმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობდნენ, თან ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ, ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას, ფასის გაზრდას მედიკამენტებზე. ფასები გაიზარდა სამჯერ, ოთხჯერ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში, რაზეც სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება”,

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ეხმაურება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას აფთიაქების დაჯარიმების თაობაზე.