რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყოველთვის მოხარულნი იქნებიან, “3 + 3” ფორმატის შეხვედრაში ქართველი კოლეგების მონაწილეობაზე.
„შევთანხმდით, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა სამხრეთ კავკასიაში, მოგეხსენებათ, თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3 ფორმატი. პირველი შეხვედრა მოსკოვში გავმართეთ, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მათი მონაწილეობით. მზადდება შემდეგი შეხვედრა, იმედი მაქვს, რომ მის დაანონსებას უახლოეს მომავალში შევძლებთ,” – აღნიშნა ლავროვმა.