მაჟორიტარი დეპუტატი და მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, კახა ოქრიაშვილი “ძალა ერთობაშიას” შეუერთდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა” გრიგოლ ვაშაძემ და კახა ოქრიაშვილმა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კახაბერ ოქრიაშვილის პარტია “პროგრესი და თავისუფლება” და “ძალა ერთობაშია” ერთ ბლოკად გავა
“ყოველთვის ვიქცეოდი დამოუკიდებლად და აზროვნება მქონდა დამოუკიდებელი და კენჭისყრებშიც დამოუკიდებლად ვმონაწილეობდი. თუ რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ერთად მაკავშირებდა რამე ურთიერთობამ, ამას დავარქმევდი მოკავშირეების ურთიერთობას და არა წევრობას, მე ორი დღეა გავხდი პარტიული და წარმოვადგენ პარტია “პროგრესს”” – განაცხადა ოქრიაშვილმ.