“დავაინიცირეთ ახალი რეგლამენტი. უკვე 2 წელია პარლამენტში საპრუცედურო საკითხთა კომიტეტთან და პარლამენტის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად ვამუშავებთ ახალ რეგლამენტს.
მოქმედი რეგლამენტი მივიღეთ 2018 წელს. [..] საჭირო იყო ახალი რეგლამენტის შექმნა, შედარებით მარტივი რომ იყოს, მათ შორის არაიურისტი პარლამენტის წევრებისთვის [..]
რეგლამენტი ორშაბათს გავა პარლამენტის ბიუროზე, რის შემდეგაც გასაჯაროვდება, დაიწყება მისი საპარლამენტო განხილვები. იგეგმება, რომ მაისისთვის მივიღოთ ახალი რეგლამენტი, რომელიც 1-ლი ივლისისთვის ძალაში შევა.
ინტერპელაციების რაოდენობა გაორმაგდება, ეს არის მექანიზმი პარლამენტის წევრებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ კითხვით მიმართონ მინისტრებს, სხვა ანგარიშვალდებულ პირებს. [..]
სესიის განმავლობაში იყო 4 ინტერპელაცია, ახლა ორმაგდება, რაც ნიშნავს, რომ პლენარული სხდომის ყოველ კვირას იქნება ინტერპელაციის დღე და იქნება შესაძლებლობა, მოვუსმინოთ მინისტრებსა და სხვა ანგარიშვალდებულ პირებს.
[…] თავის დანიშნულებას კარგავს მინისტრის საათი, რომელიც 2018 წელს ინტერპელაციის საკომპენსაციოდ შემოვიღეთ. ყოველ კვირას იქნება შესაძლებლობა გვყავდეს სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირი”,
განაცხადა ამის შესახებ, ერთპარტიული და არალეგიტიმური ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.