“შინაგან საქმეთა სამინისტროს იდენტიფიცირებული ყავს დამნაშავეები, ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაც შემთავაზეს.
რაც უარი განვაცხადე ფულის აღებით გაჩუმებაზე (ზარალის ანაზღაურებას ვითხოვ, ცხადია) და მოვითხოვე, მცნონ დაზარალებულად, (რაც საქმის მასალაზე წვდომას მაძლევს) რომ დამნაშავის ვინაობა და მოტივი შევიტყო, პოლიცია გამებუტა და აღარ მელაპარაკება. არ სურთ საქმის გახსნა და გასაჯაროება.
ამას ვწერ პრევენციულად, თითქმის ყოველ ღამე ორკები მხვდებიან  სახლთან და რამე თუ შემემთხვა, პოლიციის ხელის დაფარებით სტიმულირებული დანაშაული იქნება.”

ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს.