დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცeნტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში სამხრეთ-აღმოსავლეთ ლაოსში ჰიდროელექტრო კაშხლის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციას აზიარებს და ზურა ჯაფარიძეს მიმართავს, რომელიც „ნამახვანჰესის” მშენებლობას მხარს უჭერს.
„ყოვლისმცოდნე” ზურაბ გირჩს გადაეცით, კორეელი იყო ინვესტორი, ლაოსში ჩადეს 800 მილიონზე მეტი. კაშხალი დატვირთვის გარეშე დაინგრა. აი სად ეტენებით? ფულის გამო ყველაფერზე კი არ უნდა წახვიდეთ”, – წერს გოდოლაძე ფეისბუქზე.
ცნობისთვის, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგე აქტივისტები საპროტესტო აქციას 23 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართავენ. როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, აქცია თვითორგანიზებით კეთდება და ადამიანები ემზადებიან რეგიონებიდან ჩამოსასვლელად და დასარჩენად.