დანიასა და ისლანდიაში საქართველოს ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე თანამედობის დატოვების შემდეგ მუშაობას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში (EPRC) აგრძელებს.
EPRC-ში გადასვლის შესახებ გიგიაძემ Facebook-ზე დაწერა.
ცნობისთვის, ელჩობის პერიოდში გიგიაძემ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილოჩოვას მხარდაჭერა გამოუცხადა და მათ ბრალს აბსურდული უწოდა, რის შემდეგაც ის დიპლომატიურ რეზერვში გადაიყვანეს.