”ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ევროკავშირის პირობები შეასრულა. წინასწარ არ შემიძლია იმის განსაზღვრა, რა შეიძლება იყოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება. მაგრამ, ევროპარლამენტის სახელით მინდა გითხრათ, რომ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს და ძალია ახლოს ვართ მასთან. მხარდაჭერის შესახებაც ძალიან ხმამაღლა ვაცხადებდით. რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. მაგრამ თუ იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, როგორც კი პირობები შესრულდება, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე”.

ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე საუბრობს.