“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თითქოს ოპოზიცია მის მოწამვლას გეგმავს.
ხოშტარიას შეფასებით, ეს მათი ფანტაზიის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს და ყურადღების გადატანის მცდელობა აბსოლუტურად არაადეკვატურ, არარელევანტურ საკითხზე.
“მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილისა და ჩემს ჯანმრთელობაზე არის ქართული ოცნება, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლიათ გადაწყვიტონ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა, ვციტირებ ომბუდსმენს და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა.
ამიტომ, ლაპარაკი რაღაც შეთქმულებებზე ან მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან, აქცენტების და ყურადღების გადატანა მათ არ გამოუვათ, პირდაპირ ვეუბნები, ერთადერთი, რაზეც მათ ფიქრი მოუწევთ, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან მიხეილ სააკაშვილის და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ”,- თქვა ხოშტარიამ.