შაბათს დაუმორჩილებლობის აქციას არ ჩავატარებთ – რესტორატორთა ასოციაცია

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ რესტორნები შაბათს დაუმორჩილობის აქციას აღარ ჩაატარებენ და მუშაობას მიტანის სერვისით გააგრძელებენ.

„მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვა, რომ ეს არის ყინულის გალღობა და გადადგმული ნაბიჯი იმ უფსკრულის ამოსავსებად, რაც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის შეიქმნა. ჩვენ, როგორც იცით, რესტორნებს დაანონსებული გვქონდა შაბათს თავისუფლებისთვის ბრძოლის აუცილებლობა სიცოცხლის გადასარჩენად. სურვილი გვქონდა სტუმრები მიგვეღო და დაგვეწყო ფუნქციონირება რეგულაციების ფარგლებში. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება და მიტანის სერვისით გავაგრძელებთ ფუნქციონირებას. ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილების დაფასება,“ – ამბობს ბურჯანაძე  პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 15 თებერვლიდან რესტორნებში გარე სივრცეების გახსნა მცირე დადებითი იპულსის მომტანი მაინც იქნება.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ თუ 15 თებერვლის შემდეგ ხელისუფლება რესტორნებისთვის რეალური ფუნქციონირების უფლების მიცემას არ განიხილავს, დაუმორჩილებლობის აქცია ჩატარდება.