უახლოეს შაბათს რომ არჩევნები რომ იყოს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% – „ნაციონალურ მოძრაობას“. – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს.
მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა – “საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით)” / “თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით)”
მოქალაქეების პირველი არჩევანი ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება – 19%
- ენმ – 14%
- გახარიას პარტია – 3%
- გირჩი-მეტი თავისუფლება – 3%
- ლეიბორისტული პარტია – 2%
- ლელო – 2%
- გირჩი – 2%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 2%
- ანა დოლიძის პარტია – 2%
- მოქალაქეები – 2%
- ალტ-ინფო – 1%
- დროა – 1%
- ევროპული საქართველო – 1%
- პატრიოტთა ალიანსი – <1%
- ხალხის ძალა – <1%
- სხვა – <1%
- გაფუჭებული ბიულეტენი – 11%
- არ მივცემდი ხმას – 5%
- არ ვიცი – 20%
- უარი თქვა პასუხის გაცემაზე – 7%
იმ შემთხვევაში, თუ ბიულეტენზე მათი არჩეული პარტია არ იქნებოდა:
- ქართული ოცნება – 2%
- ენმ – 3%
- გახარიას პარტია – 3%
- გირჩი-მეტი თავისუფლება – 2%
- ლეიბორისტული პარტია – 2%
- ლელო – 3%
- გირჩი – 1%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 4%
- ანა დოლიძის პარტია – 1%
- მოქალაქეები – 2%
- ალტ-ინფო – <1%
- დროა – 3%
- ევროპული საქართველო – <1%
- პატრიოტთა ალიანსი – 1%
- ხალხის ძალა – 2%
- სხვა – <1%
- გაფუჭებული ბიულეტენი – 6%
- არ მივცემდი ხმას – 1%
- არ ვიცი – 19%
- უარი თქვა პასუხის გაცემაზე – 2%
ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.