შაბათს 100 000 დოზა სინოფარმი შემოვა – ტიკარაძე

შაბათს 100 000 დოზა სინოფარმი შემოვა – ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შაბათს, 11 სექტემბერს საქართველოში სინოფარმის ვაქცინის 100 ათასი დოზა შემოვა.

“გვაქვს სასიხარულო ამბავი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ირჩევს სინოფარმს – მინდა, მადლობა გადავუხადო წითელ ჯვარს, რომლისგანაც 100 ათას დოზა სინოფარმს შაბათს საჩუქრად მივიღებთ.

ეს საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, განახლდეს როგორც რეგისტრაცია, ისე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია”. – თქვა ტიკარაძემ.