შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავნაბადას ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამ წუთებში ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ხანძრის ქრობის პროცესში ასევე ჩართული იყო თურქეთის ავიაცია.