“მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მადლობა მთავარი დაზვერვის სამმართველოს ჯარისკაცებს – მე-9 დეპარტამენტის მე-13 ჯგუფს! დღეს ჩვენ შავ ზღვაში უსაფრთხოების დონე გავზარდეთ და ჩვენს ხალხს მეტი მოტივაცია მივეცით.[…]შავ ზღვას რუსული ტერორისტული ობიექტებისგან ეტაპობრივად გავასუფთავებთ”

ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელების მიერ რუსული ხომალდის ცეზარ კუნიკოვის განადგურებას და თავდაცვის ძალებს მადლობას უხდის.