ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ქართული ოცნების პრეზენტაციას აფასებს და ამბობს, რომ პროგრამის წარდგენის ნაცვლად, ისინი შეეცადნენ, 8-წლიანი მმართველობა გაემართლებინათ.
“ერთი შალახო აკლდა და შემდეგ განცხადება, შენ დაუკარ უპატარძლო ქორწილიაო, სად არის პროგრამა? გუშინ პროგრამა წარმოადგინეს, დიდი ქორწილი გამართეს და პატარძალი არ იყო. აი ეს არის ქართული ოცნების მორიგი სიცრუე და თვალებში ნაცრის შეყრა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, ქართული ოცნების ლიდერებმა “მთელი დრო დაუთმეს 9-წლიანი წარსულის ძაგებას”.
“დღეს საუბრობენ 17 წლის წინანდელ ამბებზე. 17 წლის წინათ ვის დაეიზმრებოდა, რომ ილონ მასკი სამყაროს ინტერნეტით დაფარავდა. ის მოყევი რა მოხდება 17 დღის მერე, რა მოელის ლარს და ფასებს. რა მოხდება 17 თვის შემდეგ. მათთვის ძალიან მწარეა ცნება ეკონომიკურ ზრდაზე”, – თქვა რომან გოცირიძემ”, – ამბობს გოცირიძე.
ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მისი პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ვერ მიიღებს ბრალდებას, რომ სიღარიბე მათი მმართველობის შედეგია. მანვე აღნიშნა, რომ უნიათოებად იმიტომ შერაცხეს, რომ წინა ხელისუფლების “გამრუდებულს ასწორებდნენ”.