ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ვაჟმა, ბექა ნათელაშვილმა და მისმა მეუღლემ, ნატალი თოდაძემ ქორწინება დააკანონეს. ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები პოლიტიკოსის მეუღლემ, ბელა ალანიამ სოციალურ ქსელში ატვირთა და დაწერა, რომ “მოკრძალებული ხელმოწერა შედგა”. ბექა ნათელაშვილი ასევე ლეიბორისტული პარტიის წევრია.