დღეს, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში შეხვდა ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ოსვალდო ბიატო ჯუნიორს.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველო – ბრაზილიას შორის ურთიერთობაზე, საგარეო და საშინაო პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე ორ ქვეყანას შორის, სამომავლოდ მეგობრობის გაღრმავების პერსპექტივაზე.