ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“რუსეთის პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყნის მთავარმა ოკუპანტმა პუტინმა, რუსი ოლიგარქის ივანიშვილის მეშვეობით და ჩვენი ვაჭარი თანამემამულეების ხელით თავზე დაგვამხო ქვეყნა და საპარლამენტო არჩევნები.
შედეგები ამ კენჭისყრისა არის არალეგიტიმური, უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტის შეკრება გახლავთ დაუშვებელი.
იქ არავინ არ უნდა შევიდეს, არა მარტო ოპოზიცია, არამედ თუ შერჩენიათ თავმოყვარეობა ქართული ოცნების წევრებიც და მაჟორიტარებმაც მათმა უარი უნდა თქვან ე.წ. მეორე ტურზე.
უკვე დაწყებულია დიდი სახალხო წინააღდეგობა, სახალხო პროტესტი და მოძრაობა, რომელიცაუცილებლად წალეკავს ოლიგარქის ძირგამომპალ რეჟიმს და დიდად ვიმედოვნებ, ხვალ ამერიკელი ხალხი მოაცილებს ტრამპს პრეზიდენტის პოსტიდან, რომელიც პუტინის ლობისტია აშშ-ი, რომელთანაც ბიძინა ივანიშივლმა გამონახა საერთო ენა.
ამას მოწმოებს მთელი რიგი თბილი განცხადებები ვიღაც ვიღაცეებისგან. ამერიკელი ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს და არაფერი შეეშლება, მაგრამ ჩვენი ჩვენი ბრძლა და ჩვენი არჩევნი არ გვაქვს.
გული არ გაიტეხოთ, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ გველეშაპს”, – განაცხადა ნათელაშვილმა.