შალვა ნათელაშვილი ქონებრივი დეკლარაციის შევსებას არ აპირებს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის შევსებას. მისი თქმით, ხელისუფლება ამჯერად ამ მეთოდით ცდილობს მათ დაშინებასა და პარლამენტში შეტყუებას.

“ვიღებ სპეციალური სამსახურიდან წერილს იმის თაობაზე, რომ თუ ხვალ, საღამოს 6 საათამდე არ შევავსე სადეპუტატო დეკლარაცია, არამარტო დავჯარიმდები, არამედ მიმცემენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში და ციხის მუქარით არის დაგვირგვინებული ეს ნოტა. არ გაიშვას თქვენი შეშინებული. ვინც შეგიშინებიათ ის შეაშინეთ. თქვენ მაგ პარლამენტიდან გამოგგვით!”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.