ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ, ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის მუშაობას დისტანციურად, სახლიდან გააგრძელებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
”ძვირფასო მეგობრებო,დამიდგინდა კოვიდი.პროცესი მიმდინარეობს მსუბუქად. ვარ ორკვირიან იზოლაციაში და ვმუშაობ სახლიდან.ყველა ძალიან მენატრებით და მიყვარხართ.”- წერს შალვა ნათელაშვილი.