“ევროპაში და ამერიკაში მიდიხართ სამუშაოდ და მოსაპარად
მექსიკის საზღვარზე ათას საშინელებას უძლებთ ოღონდ ამერიკაში შეაღწიოთ და ცოტა ამოისუნთქოთ
ევროპაში ბინადრობის უფლების მიღებისთვის უცნობებზე ქორწინდებით
ნახევარ საქართველოს დასავლეთში წასული მეორე ნახევარი გარჩენთ, მანამ სანამ თქვენც იქით არ წახვალთ…
შანსი გვაქვს რომ ჩვენი გაქცევის ნაცვლად დასავლეთი მოვიყვანოთ აქ და ტრაკის აწევაც არ გინდათ?
გინახავთ ვინმე რუსეთში მიდიოდეს მოხუცის მოსავლელად? ან რუსეთში ავღანეთიდან შესაპარად ტონა ფულს იხდიდეს?
არჩევანი მარტივია და ევროპისთვის რა უნდა გავაკეთოთ თავად ევროპამ გვითხრა ნათლად: დეოლიგარქიზაცია.
მოაშორეთ ოლიგარქი და მოდითო.”
გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი ბორის ჩელე ყურუა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.