შანტაჟი მამის თავისუფლებით – ვატო წერეთელი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის ჩანიშვნაზე

“შანტაჟი მამის თავისუფლებით” – ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ტვ პირველის დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის, სასამართლო პროცესი 2 ივლისს  ჩანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს  შანტაჟია დამოუკიდებელი მედიის მფლობელზე.

როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, საქმე ცალსახად პოლიტიკურია და არ გამორიცხავს, რომ განხილვების ხელახალი დაწყება მის განცხადებას უკავშირდებოდეს.

პოლიტიზირებულმა მართლმასჯულებამ უცებ გაიღვიძა 1.5 წლის შემდეგ. საეჭვო დამთხვევა მოხდა – გუშინ მე წინააღმდეგი წავედი პარლამენტში კანონის იმ ჩანაწერის, რომელიც პარლამენტარის იმუნიტეტის მოხსნის რაოდენობრივ კვოტას ეხებოდა და ჩემი პოზიცია გუშინ გავაჟღერე, რომ საქართველოში უნდა შევქმნათ სიტუაცია, როცა დეპუტატებს იმუნიტეტი არ უნდა სჭირდებოდეთ. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არანაირი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ, და როგორც კი მე ეს განცხადება გუშინ გავაკეთე, მოხდა სასამართლოს ჩანიშვნა. შეიძლება ეს დამთხვევაა, შეიძლება ეს არის სპეციალურად გაკეთებული, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშველობა აქვს, რომ ეს პოლიტიზებული, ერთი კაცის მართული სასამართლო და პროკურატურა უნდა დასრულდეს! ამ ქვეყანას არ უწერია წინსვლა და გამარჯვება, სანამ არ მივაღწევთ გამჭირვალე მართლმსაჯულებას”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.