სატელეფონო ზარი პუტინთან – რაზე ისაუბრეს მიშელმა და რუსეთის პრეზიდენტმა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

მისი თქმით, მტკიცედ მოუწოდა დაუყონებლივი ჰუმანიტარული, უსაფრთხო დერეფნების ხელმისაწვდომობისკენ მარიუპოლიდან და სხვა ალყაში მოქცეული ქალაქებიდან, “მით უმეტეს მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით”.

“მტკიცედ გავიმეორე ევროკავშირის პოზიცია უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის, აგრესიის დაგმობისა და სანქციების შესახებ. ჩვენი ერთიანობა, პრინციპები და ღირებულებები ხელშეუხებელია”,– წერს მიშელი.

მან გუშინ უკრაინას მძიმე იარაღის მიწოდების პირობა მისცა.