ამ წუთებში, ორბელიანის სასახლეში, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება.
დანიელსონი საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა, მისი ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.
კრისტიან დანიელსონი მედიის წარმომადგენლებს დღეს, 13.00 საათზე შეხვდება.