შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო, მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულებას ხელი პრემიერმინისტრმა მოაწერა.
შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, გლოვის დღეს, საქართველოში მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.