გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლებით ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო.
დაზარალებულების თანხმობით, ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.
ამნისტია შეეხო საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს. მათ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულზე, ვახტანგ ჩიქოვანზე ძალადობაში ედებოდათ ბრალი.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.