გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ სამ არასრულწლოვანს ხუთი წლითა და სამი თვით, ორ არასრულწლოვანს ექვსი წლითა და ცხრა თვით, კიდევ ერთს კი სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლემ მაია ოშხარელმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
5 წლით და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ ლაშა შერმადინის, ნიკოლოზ ცუცქირიძეს, გიორგი მერაბიშვილს. 6 წლითა და ცხრა თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა აკაკი ქვრივიშვილსა და ზ.ხ-ს. 3 წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ნიკოლოზ ქანაშვილს.
ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, 13 ნოემბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწოვნები დამნაშავედ ცნო.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანი იყო, ამჟამად კი, ყველა მათგანი, ზ.ხ.-ს გარდა, სრულწლოვანია.