“შეაგინე ბერას” – მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დაიწყო.აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც ტვ “პირველის” ეთერში რეპორტაჟი გავიდა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს.
აქტივისტებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერებით: “ვერ წავიდოდა სკოლაში, ტოო”, “სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს”, “შეაგინე ბერას”, რომელიც გუშინ გავრცელებული ჩანაწერის შინაარსს უკავშირდება.