შეაჩერებს თუ არა სანქციები პუტინს – New York Times

გაზეთი New York Times სვამს კითხვას – შეაჩერებს თუ არა ჯო ბაიდენის სანქციები ვლადიმერ პუტინს. გაზეთის მიერ გამოკითხული ექსპერტები თვლიან, რომ ვერა. ყოველ შემთხვევაში ის სანქციები, რომლებიც ამ მომენტისთვის არის გამოცხადებული.

“რუსეთის მთავრობამ წლები დახარჯა, ბიუჯეტი და ფინანსები ისე გადააწყო, რომ ქვეყნის ეკონომიკას მოსალოდნელი სანქციებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლებოდა. მთავრობის ძალისხმევას ხელს უწყობდა ნავთობსა და გაზზე მაღალი საბაზრო ფასები. ახლა რუსეთს შედარებით დაბალი საგარეო ვალი აქვს და ის ნაკლებად არის დამოკიდებული უცხოური ორგანიზაციების კრედიტებზე, ვიდრე 2014 წელს იყო. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის სავალუტო რეზერვები 631 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს კი მსოფლიოში სიდიდით მეოთხე სავალუტო რეზერვებია“ – წერს გაზეთი.

სერიოზულ ეკონომიკურ ვარდნას შეუძლია პუტინის პოზიციები შეარყიოს, თუმცა არავინ იცის, შემოიღებენ თუ არა აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ყველაზე მკაცრ სანქციებს, რადგან ასეთ შემთხვევაში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკებსაც მიაყენებენ ზიანს“ – წერს სტატიის ავტორი.