“რუსეთმა ომის მეორე ეტაპის გეგმა გამოაცხადა. ისინი ფიქრობენ, რომ დონბასის და უკრაინის სამხრეთის აღება შეუძლიათ ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური ზეწოლით.

ჩვენ გვაქვს უკრაინის თავდაცვის ჩვენი სცენარები და მინდა შეგახსენოთ, რომ კრემლის ბევრი გეგმა უკვე ჩაიშალა ჩვენი ჯარისა და ხალხის მუშაობით.

ეს არის ომი თავისუფლებისთვის და ჩვენ გავიმარჯვებთ”

ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი რუსეთის მიერ ომის მეორე ფაზის მიზნების დასახელებას.