შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია, ვმუშაობდით თაროებზე დასაბრუნებლად – “გორგია”

შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია, ვმუშაობდით თაროებზე დასაბრუნებლად – სარემონტო მასალების კომპანია გორგია განცხადებას ავრცელებს.

”გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შო რის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია.

მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი.

ყველაზე უკეთ, სწორედ თქვენ, ჩვენმა მომხმარებლებმა იცით, რომ ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია.

ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია.”- ნათქვამია განცხადებაში.