ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ სინოდს დღეს მეუფე პეტრე ცაავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.
მისი თქმით, სინოდს შეუძლია, ის ერისკაცობამდე დააბრუნოს და განკვეთოს, ან წართმეული უფლება დაუბრუნოს, თუმცა ორივე მეუფე პეტრეზეა დამოკიდებული.
“სინოდზე, მეუფე პეტრესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება, რომ განვკვეთოთ ან დავაბრუნოთ ეკლესიაში არ ყოფილა… საუბარი ბევრ რამეზეა სინოდზე, მაგრამ მე გეუბნებით კონკრეტულ რაღაცას, რასაც ამბობდნენ სინოდამდე – ან ჩვენ უნდა განვკვეთოთ მეუფე პეტრე საბოლოოდ, რადგან ჩვენ გვაქვს შეჩერებული მისთვის მღვდელმსახურება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ასე მივმართავთ, მეუფე პეტრე, ეს ლეგიტიმური უფლებაა, მას აქვს უფლება პანაღეით იაროს. ზიარების უფლება აქვს, ოღონდ არ აქვს მღვდელმსახურების უფლება, ეს აქვს შეჩერებული.
ჩვენ შეგვიძლია შევუჩეროთ ამის უფლებაც და საერთოდ განვკვეთოთ ხარისხიდან, ერისკაცობამდე დავაბრუნოთ, ეს ერთი, მეორე – პირიქით, დავუბრუნოთ წართმეული უფლება. ორივე შემთხვევაში, მან რაღაც უნდა მოიმოქმედოს რომ ეს მოხდეს, ან ისევ მძიმე დანაშაული ჩაიდინოს, რომ განვკვეთოთ, ან პირიქით, უნდა მოინანიოს, მან უნდა ჩამოაყალიბოს თავისი დანაშაული ” – ამბობს მეუფე ნიკოლოზი მთავარის ეთერში.