დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო ეპიდსიტუაციის პიკშია.
ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სექტორი ინფიცირებულთა სტატისტიკური მაჩვენებლის მატებას 2-3 კვირის განმავლობაში ელის.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა პიკში ვართ. დიდი ალბათობით რამდენიმე ასეულის ფარგლებში ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ მოიმატებს. თუ იმ რეკომენდაციებს, რაზეც ვსაუბრობთ, არ დავიცავთ, შეიძლება ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს არდადეგების დღეები, მობილობის დაცემა და თუ თავს შევიკავებთ დიდი თავყრილობებისგან, შედგეს მოგვცემს, რომ ნახტომისებური ზრდა დიდი არ გვქონდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.