“შეგვიძლია კომპრომისები დავუშვათ,ერთ მაგიდასთან დავსხდეთ კობახიძესთან, რომელმაც ყველაფერი იკადრა” – ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
”ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობთ, რომ კრიზისს ქმნიან, ელემენტარულ მუნიციპალურ დონეზე შეთანხმება არ შეუძლიათ მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე და ასეთი ნაბიჯები გვიჩენს სკეპტიციზმის საფუძველს. თუ იტყვის ეს ხალხი, რომ „დიახ, კომპრომისი შეგვიძლია, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“ – შერიგება კომპრიმისებია და სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ამ კომპრომისებისთვის მზაობა არცერთ პარტიას არ აქვს. ჩვენ შეგვიძლია კომპრომისები დავუშვათ, თუნდაც ერთ მაგიდასთან დავსხდეთ კობახიძესთან, რომელმაც არჩევნების წინა პერიოდში ყველაფერი იკადრა, გახარიას მისამართით, ჩვენი პარტიის წევრების მისამართით. შეგვიძლია ამაზე მაღლა დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, თუ ეს იქნება დიადი მიზანი და ეს ყველაფერი ქვეყანას სიკეთეს მოუტანს. პრაქტიკულად, ქვეყნის განვითარება შეჩერებულია, იმდენად ღრმა პოლარიზაციაში ამყოფებს „ქართული ოცნება“ ქვეყანას და ამას ყველანაირად ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.