“შეგვიძლია ჩავაგდოთ, შეგვიძლია არ ჩავაგდოთ, შეიძლება ნაწილს შევუჩეროთ “- პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეჩერება/არშეჩერების საკითხის გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს.
“შეგვიძლია ჩავაგდოთ, შეგვიძლია არ ჩავაგდოთ, შეიძლება ნაწილს შევუჩეროთ. ანუ ვარიანტები ბევრია. ეს მოხდება იმის მიხედვით თუ რა იქნება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტა, რომ ერთის მხრივ ხელი შეუშალოს დესტრუქციას და იმ სავარაუდო სცენარს, რომელიც ჩვენ ოპონენტებს აქვს”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.