შეგიძლიათ, დაასახელოთ რა დანაშაულები ჩაიდინა ვაგნერის ჯგუფმა? – პრიგოჟინი კირბის

რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა თეთრ სახლს წერილი მისწერა, იმის გასარკვევად თუ „რა დანაშაულები ჩაიდინეს მისმა მებრძოლებმა“.

ინფორმაციას და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბისადმი პრიგოჟინის წერილს მისი პრესსამსახური ავრცელებს.

„ძვირფასო ბატონო, კირბი! მე თქვენთან კითხვა მაქვს: შეგიძლიათ დაასახელოთ რა დანაშაულები ჩაიდინა ვაგნერის ჯგუფმა?“ – წერს პრიგოჟინი წერილში.