“შეგიძლიათ, რომ დედა დაიფიცოთ, რომ ცარიელი ფურცლების გამო დაუჭერიათ… არ დაიფიცოთ, არ გინდათ, დედა მაინც დაინდეთ. თქვენ პარტიას და პოლიტიკურ ტელევიზიას ნუ შეეწირებით…დედა არ დაიფიცოთ, დარწმუნებულ ვარ, ვერ დაიფიცებთ , სიცრუეა ეგ, მაგრამ ვინც მოგწერათ, იმას უთხარით, აბა დედა დაიფიცეთქო”
უპასუხა “ოცნების” დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს, “თეთრი ფურცლების” გამო, აქტივისტების გასამართლების კომენტირებისას.