“რუსო ჯარისკაცებო, თქვენ გაქვთ გადარჩენის შანსი. ჩვენმა თითქმის 2-კვირიანმა წინააღმდეგობამ განახათ, რომ ჩვენ არ დავნებდებით, რადგან ეს ჩვენი სახლია, ეს ჩვენი ოჯახები და ჩვენი შვილები არიან. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ პასუხს არ გაგებინებთ მოკლული ადამიანებისთვის, მოკლული ბავშვებისთვის.

ჯერ კიდევ შეგიძლიათ, თავი გადაირჩინოთ, თუ უბრალოდ წახვალთ. არ დაუჯეროთ თქვენს გენერლებს, როცა გეუბნებიან, რომ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსები უკრაინაში. აქ ტყვეობისა და სიკვდილის მეტი არაფერი გელოდებათ. თქვენ სიცოცხლეებს გვართმევთ და მოგიწევთ თქვენის მოცემა. გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენს მეთაურებს უკვე ყველაფერი კარგად ესმით.

უნდა დავასრულოთ ეს ომი, უნდა დავუბრუნდეთ მშვიდობას. წადით ჩვენი სახლებიდან!”

მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებს.