შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თვითონ ივანიშვილმა დაწერა – ბოკერია ღარიბაშვილის წერილზე

‘შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თვითონ ივანიშვილმა დაწერა ” – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, რომლითაც პრემიერი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ექომაგება.

„ადამიანმა რომ არ იცოდეს სიტუაცია და უცებ გინდა გაარკვიო ვითარებაში, ეს წერილი არის საუკეთესო მტკიცებულება, თუ ვინ არის ღარიბაშვილისა და ყველა პოლიტიკური არარაობის პატრონი. კომიკურია… ეს წერილი, რომელიც ამ ყველაფრის უარყოფისთვის არის დაწერილი, სწორედ ამის მტკიცებულებაა. დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, მთავარი მამამარჩენალისადმი მიძღვნილი ქებაა, მისი სიდიადის აღიარება.

შეგიძლიათ ადვილად წარმოიდგინოთ, როგორ ასწორებს ამ წერილს თავად ივანიშვილი. ეგ თვისება ადრე ჰქონდა, სხვებს აწერინებდა წერილებს, ოღონდ მერე წამოსცდებოდა ხოლმე, მე დავაწერინეო. ესეც შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თვითონ დაწერა, რაც მის გულს ესიამოვნებოდა, ის დააწერინა. ამ და უფრო ღრმა მოტივებზე სპეკულირება არც მინდა, ყველასთვის გასაგებია ამ ადამიანის შინაგანი სამყარო. ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია, ამ წერილითაც კი ვიმსჯელოთ, თუ რამხელა შარშია ქვეყანა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.