“შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, რაში გჭირდება, ვის ეპოზიორები ან რას იმას შვები რა, თუ მართლა გინდა ეს შერიგება დაიწყე და შევხედავთ, მერე ვნახოთ. ისინიც დგანან, სასულიერო პირები და იძახიან საყოველთაო შერიგებაო, ვითომ ის არის რა, აიღებ, მოკიდებ და შერიგდები, ვითომ ეს შენზეა დამოკიდებული მარტო.
ხან ისე იქნება, ხან ასე იქნება, ხან პრეზიდენტი ხარ, ხან ციხეში ხარ. პრეზიდენტი რომ ხარ, თავში კი ნუ აგივარდება და ყველაფერი შენი კი ნუ გგონია. იმ ციხეში ყველაფერზე უარს კი ნუ იტყვი და მე არაფერი დამიშავებია, პოლიტპატიმარი ვარ და ახლავე გამომიშვით… რომ გამოგიშვან, მერე ღვთის წინაშე რა მძიმედ დაისჯები?! ჯობია, აღიარო, რომ არასწორად იცხოვრე, არასწორად გააკეთე რამე, შეეგუე მდგომარეობას, რაის შიმშილობა? უწმინდესმა გამოგიგზავნა სეფისკვერი და ლოცვაკურთხევა, მიიღე და წყნარად გააგრძელე სინანულით ცხოვრება. რა გინდა, რას ეპოტინები ხელისუფლებას, ამას გიზამთ, იმას გიზამთ. ვის რას უმტკიცებენ? სიყვარულით ვამბობ, არ მინდა, არაფერი ცუდი მოუვიდეს იმ ადამიანს”
ამბობს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 24-ე დღეა შიმშილობს.