შეერთების ნებას ვერ უგულებელვყოფთ – ამის შესახებ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ და ექსპრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შეერთებასთან დაკავშირებით განაცხადა. მედვედევის თქმით, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის რუსეთთან შეერთების “ნების უგულებელყოფა შეუძლებელია” და განხორციელებისთვის საჭიროა მათი ფორმულირება.
“ამ ნების უგულებელყოფა შეუძლებელია, მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი საკითხები განიხილებოდეს, საჭიროა ამ ნების ფორმულირება”. – აღნიშნა მედვედევმა.
ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი მზად, რომ უკრაინის ხერსონის ოკუპირებული ოლქი და საქართველოს ცხინვალის რეგიონი შეიერთოს მედვედევი პასუხობს: “რაც შეეხება ადამიანთა ნებას, რომლებიც ამ რესპუბლიკების (ე.წ. დონეცკის, ლუგანსკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს) ტერიტორიებზე, სხვა ტერიტორიული ერთეულეზე ცხოვრობენ, ჩვენ ძალიან ყურადღებით გავაანალიზებთ ამ ნებას და მივიღებთ გადაწყვეტილებებს რუსეთის კონსტიტუციის შესაბამისად”.