შეერთებულმა შტატებმა, უკრაინაში HIMARS-ებისთვის, სამიზნე სისტემა გათიშა – შესაბამის ინფორმაციას, The Economist-ის ჟურნალისტი ოლივერ კეროლი ავრცელებს. ჟურნალისტის თქმით, თბილისის დროით 16:00 საათზე შეტყობინებების მთავარი ხაზი გაითიშა.
სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა ყველა დაზვერვის მონაცემების გაზიარება უკრაინასთან, ამერიკული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ი უსარგებლო გახდა აშშ-ს მონაცემების გარეშე.
“უკრაინა აღარ იღებს სამიზნე მონაცემებს და რეალურ დროში ინფორმაციას შორ მანძილზე დარტყმებისთვის.” – აცხადებს, ოლივერ კეროლი.
ამასთანავე, NBC News-ი პენტაგონზე დაყრდნობით იუწყება, რომ მას შემდეგ რაც, ტრამპმა დახმარების შეჩერების განკარგულება გასცა, აშშ-ის სატვირთო თვითმფრინავები, რომლებსაც უკრაინისთვის იარაღს გადსჰქონდათ ჰაერში მოტრიალდნენ და კურსი იცვალეს.
მანამდე არხმა Sky News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა ყველა დაზვერვის მონაცემების გაზიარება უკრაინასთან, მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა CIA-იმაც. ამავე დროს, Bloomberg-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა არ გააფრთხილა მოკავშირეები კიევთან დაზვერვის გაცვლის დასრულების შესახებ.